“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2006
მიღების თარიღი ივნისი 23, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში 2006 წლის 5 ივნისს შემოვიდა შპს “ახალი ქსელების”, სს “ეგრისის”, შპს “სანეტის” შპს “ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს, შპს “საქართველოს ტელეკომის” და სს “გლობალ ერთის” ერთობლივი განცხადება, რომელშიც ავტორიზებული პირები ითხოვენ შევიდეს ცალკეული ცვლილებები “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში.
კომისიამ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 211-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების პროექტისა და განმარტებითი ბარათის მომზადება, მას შემდეგ რაც ჩატარდება საკითხის ზეპირი მოსმენა;
3. “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში ერთობლივი განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 21 ივლისს 12 საათზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე, მ. ქადეიშვილი) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება და ამ გადაწყვეტილების ერთობლივი განცხადების ავტორებისათვის და მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისათვის (პ. ბერია) დაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
წევრი: გ. ფრუიძე
წევრი: ზ. ნონიკაშვილი
