წვდომის მენიუ

ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახე

ნომერი: 273 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2006

მიღების თარიღი ივნისი 30, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 20 აპრილის №161/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი 8-9-1 (რვა-ცხრა-ერთი) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად. განისაზღვრა:  აუქციონის  ჩატარების თარიღად - 2006 წლის 30 ივნისის 13:00  საათი; რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა - 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) ლარით.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში მხოლოდ შპს „მაგთიკომმა” წარმოადგინა.

კომისია აღნიშნავს, რომ - „მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2006 წლის 30 ივნისის კომისიის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შპს „მაგთიკომმა”.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

შპს „მაგთიკომის” წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა გადაიხადოს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული აუქციონის ერთი ბიჯი ანუ 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. 8-91 (რვა-ცხრა-ერთი) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მაგთიკომი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;

2.  უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1,500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარი ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2006 წლის 30 ივლისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - №200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300043018;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე მუხლში გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და შპს „მაგთიკომს“ ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

5. დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) შპს “მაგთიკომის” მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი (1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი)  თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

6. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                     გ. ფრუიძე

                                                                                ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები