წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 274 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2006

მიღების თარიღი ივნისი 30, 2006

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 30 ივნისის კომისიის N 42 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N 42 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  8 (რვა) საკითხი:

ა) ი/ს ”კ. ასათიანის” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);

ბ) შპს „სერვის ცენტრი 2006”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) ი/ს „აბდალაძე კახაბერი”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ივანე კაციტაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე);

ე) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გურამ კობიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ვლადიმერ ნერსესიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ზ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ედგარ ლულიევისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

თ) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხს.  კ. ყურაშვილი).

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N 42  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას  (ი. ხარებავა).

              კომისიის თავმჯდომარე                                  დ. ქიტოშვილი

                         კომისიის წევრები:                                  გ. ფრუიძე

                                                                                       ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები