წვდომის მენიუ

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 277 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2006

მიღების თარიღი ივნისი 30, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომისიას მიმართა განცხადებით (№ 259/13; 01.06.06) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით,  ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

            კომისიის   თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი         

                            კომისიის წევრი                                         გ. ფრუიძე

                              კომისიის წევრი                                       ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები