საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 45 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2006
მიღების თარიღი ივლისი 07, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 7 ივლისის კომისიის N 45 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 7 ივლისის N 45 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 10 (ათი) საკითხი:
ა) შპს ”რიკას” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) ი/ს ”ემზარ ზოიძის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
გ) ი/ს ”მალხაზ მახაჭაძის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
დ) ი/ს ”მამუკა კალანდარიშვილის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ე) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ვ) შპს ”ახალი ქსელები”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ზ) შპს ”ფოპტნეტი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
თ) შპს ”მაგთიკომის” N F 15 და № N 59 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ი) შპს ”ახალი ქსელები”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
კ) შპს ”ყაზტრანსგაზი-თბილისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 7 ივლისის N 45 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
