შპს „ფოპტნეტი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2006
მიღების თარიღი ივლისი 07, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2006 წლის 2 ივნისის №221/10 გადაწყვეტილებით სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში (ბოლნისი) გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ფოპტნეტი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ფოპტნეტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
შპს „ფოპტნეტმა“ 2006 წლის 3 ივლისს კომისიას მიმართა წერილით, რომ მის მიერ სრულად გადახდილია რესურსით სარგებლობის საფასურის 30% - 645.00 (ექვსას ორმოცდახუთი) ლარი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ფოპტნეტს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N69 ლიცენზია შემდეგი პირობებით:
ნუმერაციის რესურსი: ქ. ბოლნისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX-31XXX;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 7 ივლისამდე;
პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,205.00) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (2,205.00 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
183.75 ლარი - 2006 წლის 7 აგვისტომდე;
183.75 ლარი - 2006 წლის 7 სექტემბრამდე;
183.75 ლარი - 2006 წლის 7 ოქტომბრამდე;
183.75 ლარი - 2006 წლის 7 ნოემბრამდე;
183.75 ლარი - 2006 წლის 7 დეკემბრამდე;
183.75 ლარი - 2007 წლის 7 იანვრამდე;
183.75 ლარი - 2007 წლის 7 თებერვლამდე;
183.75 ლარი - 2007 წლის 7 მარტამდე;
183.75 ლარი - 2007 წლის 7 აპრილამდე;
183.75 ლარი - 2007 წლის 7 მაისამდე;
183.75 ლარი - 2007 წლის 7 ივნისამდე;
183.75 ლარი - 2007 წლის 7 ივლისამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
