შპს ”მაგთიკომის” № F 15 და № N 59 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2006
მიღების თარიღი ივლისი 07, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”მაგთიკომმა” №153 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით (წერილი №120-4, 29.06.2006წ.).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს ”მაგთიკომის” №153 ლიცენზია, კერძოდ: შპს “მაგთიკომის” №153 ლიცენზია გაყოფილ იქნა ორ ლიცენზიად: რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას მიენიჭა ნომერი F 15 და განისაზღვრა ლიცენზიის შემდეგი პირობები: ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 905-915 მჰც, 891,8-895,0 მჰც, 950-960 მჰც, 936,8-940,0 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 10.07.2006 წ. გ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №153 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას მიენიჭა ნომერი N 59 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები: ა) ნუმერაციის რესურსი 8-9-9 (რვა-ცხრა-ცხრა); ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 10.07.2006 წ;
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ორივე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.
№ F 15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ავტორიზებული პირი იხდის იმავე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისათვის პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს და სალიცენზიო მოსაკრებელს.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი ამოქმედდა 2005 წლის 6 ივნისს, კანონის ამოქმედების შემდეგ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სისტემებისთვის გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული შეადგენს:
|
N |
სიხშირული სპექტრი, სამოქმედო ზონა |
რესურსით სარგებლობ. საფასურის საწყისი ოდენობა |
რესურსით სარგებ-ლობის საფასურის აუქციონზე დაფიქსირებული ოდენობა |
აუქციონის ჩატარების თარიღი |
გამარჯვებული |
მჰც |
|
1 |
1935 მჰც - 1950 მჰც; 2125 მჰც – 2140 მჰც; 1915 მჰც -1920 მჰც, საქართველოს მთელი ტერიტორია |
8,491,392.00 ლარი |
20,379,352.00 ლარი |
05.08.2005 |
შპს “მაგთიკომი” |
35 |
|
2 |
1745,1 მჰც - 1760 მჰც და 1840,1 მჰც – 1855 მჰც საქართველოს მთელი ტერიტორია |
1,026,000.00 ლარი |
1,026,000.00 ლარი |
22.11.2005 |
შპს “მაგთიკომი” |
29.8 |
|
3 |
835,905 მჰც – 838,365 მჰც და 880,905 მჰც - 883,365 მჰც, საქართველოს მთელი ტერიტორია |
4,203,927.00 ლარი |
71,887,039.00 ლარი |
07.02.2006 |
შპს “ბლუმფინ ლიმიტედი” |
4.92 |
|
4 |
1920-1935 მჰც, 2110-2125 მჰც, 1910-1915 მჰც საქართველოს მთელი ტერიტორია |
8,491,392.00 ლარი |
19,954,782.00 ლარი |
25.04.2006 |
შპს ”არგოტექსი” |
35 |
|
5 |
1950-1965 მჰც, 2140-2155 მჰც, 2010-2015 მჰც საქართველოს მთელი ტერიტორია |
8,491,392.00 ლარი |
18,681,072.00 ლარი |
23.05.2006 |
შპს”ტელეკომ-ინვესტი საქართველო” |
35 |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან გამართულ აუქციონებზე გამოტანილი სიხშირეების საერთო რაოდენობამ შეადგინა 139.72 მჰც, ხოლო თანხამ - 131,928,245.00 ლარი. 1 მჰც საფასური შეადგენს - 944,233.07 (ცხრაას ორმოცდაოთხი ათას ორას ოცდაცამეტი ლარი და 7 თეთრი) ლარს.
№ F 15 ლიცენზია ითვალისწინებს 26.4 მჰც სარგებლობის უფლებას (905-915 და 891,8-895,0 მჰც, 950-960 და 936,8-940,0 მჰც), შესაბამისად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგენს 24,927,753.04 (ოცდაოთხი მილიონ ცხრაას ოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცდაცამეტი ლარი და 04 თეთრი) ლარს (26.4 მჰც x 944,233.07 ლარი= 24,927,753.04 ლარი).
N 59 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის თანახმად ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 1 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს, ხოლო თუ ამ წლის განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, – იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს. N 59 ლიცენზია ითვალისწინებს ციფრების სამნიშნა კომბინაციით 8-9-9 (რვა-ცხრა-ცხრა) სარგებლობის უფლებას. კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად სულ გამართულია 2 აუქციონი:
|
N |
ნუმერაციის რესურსი |
რესურსით სარგებ-ლობის საფასურის საწყისი ოდენობა |
რესურსით სარგებლობის საფასურის აუქციონზე დაფიქსირებული ოდენობა |
აუქციონის ჩატარების თარიღი |
გამარჯვებული |
|
1 |
8-5-3 (რვა-ხუთი-სამი); |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
02.06.2006 |
შპს „კომუნიკაცი-ების საკონსულტა-ციო ჯგუფი” |
|
2 |
8- 9- 1 (რვა-ცხრა-ერთი) |
15,000.00 ლარი |
15,750.00 ლარი |
30.06.2006 |
შპს “მაგთიკომი” |
შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგენს 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ”გ” და ”დ” ქვეპუნქტების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს შპს ”მაგთიკომის” № F 15 და № N 59 ლიცენზიებს მოქმედების ვადა 10 წლით - 2016 წლის 10 ივლისამდე;
2. განისაზღვროს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური № F 15 ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის 24,927,753.04 (ოცდაოთხი მილიონ ცხრაას ოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცდაცამეტი ლარი და 4 თეთრი) ლარით, ხოლო № N 59 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებითვის 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარით;
3. უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა” მე-2 პუნქტში გათვალისწინებული საფასურის და სალიცენზიო მოსაკრებლების (1000 ლარი) გადახდა 2006 წლის 7 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - №200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300043018;
4. სალიცენზიო პირობები მოცემულია კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
