წვდომის მენიუ

შპს “ჰორიზონტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 3 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 10, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ჰორიზონტმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის  ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 9 იანვრის N 5/4-10100 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/2, 18.12.05.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს “ჰორიზონტს” 442.650 მგჰც და 447.700 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ჰორიზონტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ჰორიზონტისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                               დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები