შპს “ყაზტრანსგაზი-თბილისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2006
მიღების თარიღი ივლისი 07, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ყაზტრანსგაზი-თბილისმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 2 მარტის N 3494/006-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 30-17/216; 29.06.06) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისს” 405.250 მჰც და 410.750 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი კომისიის გადაწყვეტილება N 790/13 (20.12.05) სს „თბილგაზისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
