რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2006
მიღების თარიღი ივლისი 07, 2006
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის BLAGODAR/SATNET, LOO, VLADIK45/SKYSTAR, KR-POLYN/LINKSTAR და GOLOVINK/LINKSTAR მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილების (№ UMS-50/1046, 21.04.06; № UMS-50/1047, 21.04.06; № UMS-50/1050, 21.04.06. და № UMS-50/0986, 19.04.06.) დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
