10168±14 მგჰც, 10518±14 მგჰც, 10196±14 მგჰც და 10546±14 მგჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2006
მიღების თარიღი ივლისი 07, 2006
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში მხოლოდ შპს ”მშენპროექტკომპანიამ” წარმოადგინა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მშენპროექტკომპანიის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2006 წლის 7 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შპს ”მშენპროექტკომპანიამ”.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
შპს ”მშენპროექტკომპანიის” წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა გადაიხადოს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული აუქციონის ერთი ბიჯი ანუ 3,730.00 (სამი ათას შვიდას ოცდაათი) ლარი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. 10168±14 მგჰც, 10518±14 მგჰც, 10196±14 მგჰც და 10546±14 მგჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”მშენპროექტკომპანია”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 3,730.00 (სამი ათას შვიდას ოცდაათი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”მშენპროექტკომპანიამ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (1,119.00 ერთი ათას ას ცხრამეტი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 356.00 (სამას ორმოცდათექვსმეტი) ლარი ანუ 763.00 (შვიდას სამოცდასამი) ლარის გადახდა 2006 წლის 7 აგვისტომდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (თერჯოლა) ანგარიში - №200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300203018;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,611.00 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. შპს ”მშენპროექტკომპანიის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე მუხლში გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და შპს ”მშენპროექტკომპანიას” ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
5. დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) შპს ”მშენპროექტკომპანიის” მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი (356.00 (სამას ორმოცდათექვსმეტი) ლარი) თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
6. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
