წვდომის მენიუ

2.50 გჰც-დან 2.62 გჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 310 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2006

მიღების თარიღი ივლისი 07, 2006

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 28 აპრილის №177/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2.50 გჰც-დან 2.62 გჰც-მდე სიხშირული ზოლის გამოყენებით უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის დუშეთის რაიონში. განისაზღვრა:  აუქციონის  ჩატარების თარიღად - 2006 წლის 7 ივლისის 14:00  საათი; რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა - 12.210 (თორმეტი ათას ორას ათი ლარი) ლარით.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში მხოლოდ ინდ. მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილმა” წარმოადგინა.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2006 წლის 7 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ინდ. მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილმა”.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

ინდ. მეწარმე გიორგი გაფრინდაშვილმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა გადაიხადოს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული აუქციონის ერთი ბიჯი ანუ 12,821.00 (თორმეტი ათას რვაას ოცდაერთი) ლარი.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. 2.50 გჰც-დან 2.62 გჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს ინდ. მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 12,821.00 (თორმეტი ათას რვაას ოცდაერთი) ლარი;

2.  უზრუნველყოს ინდ. მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (3,846.30 სამი ათას რვაას ორმოცდაექვსი ლარი და 30 თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1,221.00 (ერთი ათას ორას ოცდაერთი) ლარი ანუ 2,625.30 (ორი ათას ექვსას ოცდახუთი ლარი და 30 თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 7 აგვისტომდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (დუშეთი) ანგარიში - №200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300153018;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (8,974.70 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. ინდ. მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე მუხლში გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და ინდ. მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილს” ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

5. დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) ინდ. მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილის” მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი (1,221.00 (ერთი ათას ორას ოცდააერთი) ლარი)  თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

6. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                     გ. ფრუიძე

                                                                                 ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები