წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 311 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006

მიღების თარიღი ივლისი 14, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 14 ივლისის კომისიის N 46 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2006 წლის 14 ივლისის N 46 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  5 (ხუთი) საკითხი:

ა) შპს ”რიკას” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);

ბ) ი/ს ”ემზარ ზოიძის” გაფრთხილების თაობაზე (მომხს.  კ. ყურაშვილი);

გ) ი/ს ”მალხაზ მახაჭაძის” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);

დ) ი/ს ”მამუკა კალანდარიშვილის” გაფრთხილების თაობაზე (მომხს.  კ. ყურაშვილი);

ე) ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 მარტის N 4 დადგენილებებში ცვლილებების  შეტანის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი).

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 14 ივლისის N 46  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

               კომისიის თავმჯდომარე                                             დ. ქიტოშვილი

                          კომისიის წევრები:                                           გ. ფრუიძე

                                                                                                  ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები