საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 აპრილის N146/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006
მიღების თარიღი ივლისი 14, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ალგანმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის N 2/4-4215 დადგელებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2006 წლის 14 აპრილის N 146/13 კომისიის გადაწყვეტილებით შპს “ალგანს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის (სიგნალიზაციის დაცვის რადიოპულტის ფუნქციონირებისთვის) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 154.900 მჰც სიხშირე. მინიჭებული სიხშირე არ შეესაბამებოდა შპს “ალგანის” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს “ალგანმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა 155 მჰც-დან - 170 მჰც-მდე დიაპაზონში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 14 აპრილის N 146/13 გადაწყვეტილებაში და მის პირველ პუნქტში აღნიშნული სიხშირე 154.900 მჰც შეიცვალოს 155.025 მჰც სიხშირით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
