წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 321 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006

მიღების თარიღი ივლისი 21, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 21 ივლისის კომისიის N 47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2006 წლის 21 ივლისის N 47 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მიდიფიცირების თაობაზე კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის № 43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს ”სისტემა გამას” №538 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ბ) საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 21 ივლისის N 47  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

               კომისიის თავმჯდომარე                                             დ. ქიტოშვილი

                          კომისიის წევრები:                                             დ. პატარაია

                                                                                                     გ. ფრუიძე

                                                                                                      ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები