საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 9 ივნისის N 247/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006
მიღების თარიღი ივლისი 21, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ელეგანსმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 5 მაისის N 526/021-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსების გამოძახების სერვისისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2006 წლის 9 ივნისის N 247/13 კომისიის გადაწყვეტილებით შპს “ელეგანსს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის (ტაქსების გამოძახების სერვისისთვის) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 147.775 მჰც და 152.775 მჰც სიხშირეები. მინიჭებული სიხშირეები არ შეესაბამებოდა შპს “ელეგანსის” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს “ელეგანსმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირეების შეცვლა 160 მჰც-დან - 174 მჰც-მდე დიაპაზონში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 9 ივნისის N 247/13 გადაწყვეტილებაში და მის პირველ პუნქტში აღნიშნული სიხშირეები 147.775 მჰც და 152.775 მჰც შეიცვალოს 162.450 მჰც და 167.650 მჰც სიხშირეებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
