წვდომის მენიუ

შპს “საგურამოს ჯიქისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 325 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006

მიღების თარიღი ივლისი 21, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “საგურამოს ჯიქმა” (რეგისტრირებული ქ.გორის  საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 1 მაისის  N 283/059-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მცხეთაში (სიგნალიზაციის დაცვის რადიოპულტის  ფუნქციონირებისთვის)  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “საგურამოს ჯიქს” 410.400 მჰც სიხშირე ქ. თბილისში და მცხეთაში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “საგურამოს ჯიქისთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში  (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “საგურამოს ჯიქისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).       

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები