წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 330 / 14

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006

მიღების თარიღი ივლისი 21, 2006

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (N UMS-50/1167; 28.04.06; N UMS-50/1175; 28.04.06; N UMS-50/1326; 24.05.06. და N UMS-50/1314; 24.05.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის KUMUH DAG – 49 TBK, SEVASTOPOLSKAYA ADYG – 47 TBK, NOVOSVOBODNAYA ADYG – 38 TBK, NOVOPROKHLADNOE ADYG – 38 TBK, DAKHOVSKAYA ADYG  – 25 TBK, KAMENNOMOSTSKII ADYG – 28 TBK,  GUZERIPL ADYG – 23 TBK, KHAMYSHKI ADYG – 30 TBK, PAVLOVSKAYA KRAS – 11 TBK, MAISKII KAB-BALK – 3 TBK, BAZA ROSTOVSKAYA S-O – 26 TBK, BAZA ROSTOVSKAYA S-O – 33 TBK, BAZA ROSTOVSKAYA S-O – 40 TBK, VLADIKAVKAZ S-O – 37 TBK, VERKHNENIKOLAEVSKOE KRAS – 44 TBK და VERKHNENIKOLAEVSKOE KRAS – 23 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

            “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა: 1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის KUMUH DAG – 49 TBK, SEVASTOPOLSKAYA ADYG – 47 TBK, NOVOSVOBODNAYA ADYG – 38 TBK, NOVOPROKHLADNOE ADYG – 38 TBK, DAKHOVSKAYA ADYG  – 25 TBK, KAMENNOMOSTSKII ADYG – 28 TBK,  GUZERIPL ADYG – 23 TBK, KHAMYSHKI ADYG – 30 TBK, PAVLOVSKAYA KRAS – 11 TBK, MAISKII KAB-BALK – 3 TBK, BAZA ROSTOVSKAYA S-O – 26 TBK, BAZA ROSTOVSKAYA S-O – 33 TBK, BAZA ROSTOVSKAYA S-O – 40 TBK, VLADIKAVKAZ S-O – 37 TBK, VERKHNENIKOLAEVSKOE KRAS – 44 TBK და VERKHNENIKOLAEVSKOE KRAS – 23 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/1167; 28.04.06; N UMS-50/1175; 28.04.06; N UMS-50/1326; 24.05.06. და N UMS-50/1314; 24.05.06. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები