წვდომის მენიუ

საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს “სისტემა გამას” №538 ლიცენზიის მოდიფიცირების გადადების შესახებ

ნომერი: 331 / 2

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006

მიღების თარიღი ივლისი 21, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან დასაზუსტებელი დარჩა რიგი ლიცენზიების მაუწყებლობის სახეობა და ტექნიკური პარამეტრები.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”23 მაისი”-ს ლიცენზიიდან გამომდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: ”გამომდინარე იქედან, რომ ქ.გორში შპს ”რადიო საქართველო”-ს მინიჭებული აქვს 102.0 მგჰც სიხშირე, შპს ”23 მაისი” ქ.გორში 101.9 მგჰც სიხშირეზე ვერ იმუშავებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია შპს ”23 მაისის” კუთვნილი 101.9 მგჰც სიხშირე ქ. გორში შეიცვალოს 103.0 მჰც სიხშირით.” ”მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 26-ე პუნქტის შესაბამისად, ”კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით.” გამომდინარე იქედან, რომ უნდა მოხდეს შპს ”23 მაისის” კუთვნილი სიხშირის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხის ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმება, აგრეთვე სხვა ლიცენზიის მფლობელთა ტექნიკური პარამეტრების დაზუსტებული მონაცემების შეჯერება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გადაიდოს საკითხის განხილვა 2006 წლის 28 ივლისისთვის.

            ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველო კანონის მე-5 და მე-8 მუხლების, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, შესაბამისად, კომისიამ

:

1. გადაიდოს საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და  შპს “სისტემა გამას” №538 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხის განხილვა 2006 წლის 28 ივლისს 1600 საათზე;

2. ეცნობოს შპს ”23 მაისს” და სხვა დაინტერესებულ პირებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

        კომისიის თავმჯდომარე                                              დ.ქიტოშვილი

        კომისიის წევრები:                                                       

დ.პატარაია

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები