წვდომის მენიუ

შპს “ავტოტრანსპორტი და ეკოლოგიასთვის”სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 334 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006

მიღების თარიღი ივლისი 28, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ავტოტრანსპორტი და ეკოლოგიამ”  (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 1996 წლის 23 აგვისტოს № 12/4-244 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსების გამოძახების სერვისისთვის)  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “ავტოტრანსპორტი და ეკოლოგიას”  155.125 მჰც და 160.375 მჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ავტოტრანსპორტი და ეკოლოგიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ავტოტრანსპორტი და ეკოლოგიასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

            კომისიის   წევრი                                                                   დ. პატარაია   

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები