რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006
მიღების თარიღი ივლისი 28, 2006
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის NAZRAN/VSAT-S3, SOCHI-R/Y37, SOCHI-R/Y37, BOTLIH/DIALAWAY, URKARAH/DIALAWAY, VACHI/DIALAWAY, SERGOKAL/DIALAWAY, AGVLI/DIALAWAY, TLYRATA/DIALAWAY, HUNZAK/DIALAWAY, KURAH/DIALAWAY, MAJALIS/DIALAWAY, GUNIB/DIALAWAY, TSURIB/DIALAWAY, KARATA/DIALAWAY, HIV/DIALAWAY, TPIG/DIALAWAY, KUMUH/DIALAWAY, AKUSHA/DIALAWAY, KIDERO/DIALAWAY, MEHELTA/DIALAWAY, GERGEBIL/DIALAWAY, Y24IZOB, Y24NOV და SUVOROV/ST-F1 მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილების (№ UMS-50/1477, 07.06.06; № UMS-50/1476, 07.06.06; № UMS-50/1501, 07.06.06; № UMS-50/1639, 20.06.06. და № UMS-50/1666, 21.06.06.) დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
