შპს „ტელეკომინვესტი-საქართველო“-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადისგანსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2006
მიღების თარიღი იანვარი 27, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 23 დეკემბრის N805/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 835,905 მგჰც – 838,365 მგჰც (მობილური სადგურისათვის) და 880,905 მგჰც - 883,365 მგჰც (ბაზური სადგურისათვის სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს „ტელეკომინვესტი-საქართველო“-მ, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. შპს „ტელეკომინვესტი-საქართველო“-ს მიერ კომისიის ანგარიშზე სრულად არ არის ჩარიცხული რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%, კერძოდ განმცხადებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხულია 402,400.00 ლარი, რაც 17,992.7 ლარით ნაკლებია აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში გათვალისწინებულ თანხასთან შედარებით.
აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2005 წლის 23 დეკემბრის N805/10 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „ტელეკომინვესტი-საქართველო“-ს ვადა 2006 წლის 3 თებერვლამდე კომისიის ანგარიშზე 17,992.7 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად;
2. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
