საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს “სისტემა გამას” №538 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006
მიღების თარიღი ივლისი 28, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა გაცემული სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ :
ა) შპს ”ევრიკამ” წერილით (№37, 01.08.2005 წ.) დააკონკრეტა მაუწყებლობის სახე, კერძოდ, კომპანია ახორციელებს სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობას და საერთო რადიომაუწყებლობას;
ბ) შპს ”23 მაისის” № 347 ლიცენზია მოდიფიცირდა 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით. დასაზუსტებელი რჩებოდა მაუწყებლობის რამდენიმე ტექნიკური პარამეტრი და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა. ”23 მაისი”-ს ლიცენზიასთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: ”გამომდინარე იქედან, რომ ქ.გორში შპს ”რადიო საქართველო”-ს მინიჭებული აქვს 102.0 მგჰც სიხშირე, შპს ”23 მაისი” ქ.გორში 101.9 მგჰც სიხშირეზე ვერ იმუშავებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია შპს ”23 მაისის” კუთვნილი 101.9 მგჰც სიხშირე ქ. გორში შეიცვალოს 103.0 მგჰც სიხშირით.” აღნიშნულის საფუძველზე, კომისიამ 2006 წლის 21 ივლისის №331/22 გადაწყვეტილებით გადადო საკითხის განხილვა იმ მიზნით, რომ შეთანხმებულიყო შპს ”23 მაისთან” ზემოაღნიშნული ცვლილებები, გამომდინარე იქედან, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 26-ე პუნქტის შესაბამისად, ”კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით.”
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2006 წლის 27 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს ”23 მაისი”-ს წერილი (27.07.2006 №6/556-06) რომელშიც აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის პროცესში ქ.გორსა და მიმდებარე რეგიონებში მოსალოდნელი ინტერფერენციული ხელშეშლების გამორიცხვის მიზნით კომპანია ეთანხმება ქ. გორში 101.9 მგჰც სიხშირის 103,0 მგჰც სიხშირით შეცვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შეიტანოს ცვლილებები 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში.
გ) კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, გადაიდო შპს ”სისტემა გამას” და რიგი ლიცენზიების მოდიფიცირების საკითხი. შპს ”სისტემა გამამ” წარმოადგინა წერილი (№3, 21.02.2006 წ.), რომელშიც ითხოვს №538 ლიცენზიის მოდიფიცირებას, კერძოდ, კომისიას აცნობა, რომ 104.3 მგჰც სიხშირეზე ახორციელებს საერთო რადიომაუწყებლობას, ხოლო 102.9 მგჰც სიხშირეზე - სპეციალიზებულს.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში:
ა) გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
” ა) № B17;
ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალურ-შემეცნებით-გასართობი) ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
სატელევიზიო მაუწყებლობა 25-ე სატელევიზიო არხზე 5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;”
ბ) გადაწყვეტილების პირველი მუხლის 31-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”31. შპს “23 მაისის” № 347 ლიცენზია (მოქმედების ვადა 31.12.2011 წ.) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს № B52;
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
ბ) რადიო მაუწყებლობა 103,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. გორი;
გ) რადიო მაუწყებლობა 104,5 მგჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ქუთაისი;
დ) რადიო მაუწყებლობა 101,0 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ბათუმი;
ე) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზუგდიდი;
ვ) რადიო მაუწყებლობა 105,5 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თელავი;
ზ) რადიო მაუწყებლობა 105,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ლაგოდეხი;
თ) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 0.30 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ახალციხე;”
2. მოდიფიცირდეს შპს ”სისტემა გამას” №578-ე ლიცენზია კერძო მაუწყებლობის ორ ლიცენზიად და მიენიჭოს:
ა) № B81
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიო მაუწყებლობა 104,3 მჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
ბ) № B82;
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებით-საგანმანათლებლო) რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 102,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა ზემოაღნიშნული მაუწყებლებისთვის;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
