წვდომის მენიუ

შპს „ტესაკო“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 342 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 04, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 26  ივლისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ტესაკომ” (26.07.2006 №6/554-06) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტესაკო”-ს კომისიის 2005 წლის 22 ივლისის №529/13 გადაწყვეტილებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით მინიჭებული აქვს 6660.00 მგჰც, 7000.00 მეგჰც, 6740.00 მგჰც  და 7080.00 მგჰც  სიხშირეები თბილისი - ყაზბეგის საკომუნიკაციო მაგისტრალზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის  2015 წლის 5 იანვრამდე, ლიცენზიის მოქმედების ვადით .

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  შესაბამისი ვადის განმავლობაში.  ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტესაკო” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 06.03.2006; რეგისტრაციის №71/1), ამავე დროს შპს ”ტესაკო”-ს მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”ტესაკოზე” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა 10 წლის ვადით - 2016 წლის 4 აგვისტომდე.

             „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F27  ლიცენზია შპს ”ტესაკოს” და განესაზღვროსი შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირეები ზოლის სიგანით: 6660.00 ±14მჰც;  7000.00 ±14მჰც;, 6740.00 ±14მჰც  და 7080.00 ±14მჰც   თბილისი - ყაზბეგის საკომუნიკაციო მაგისტრალზე რადიოსარელეო კავშირებისათვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 4 აგვისტომდე;

2. დაევალოს შპს ”ტესაკოს” წარმოუდგინოს კომისიას მონაცემები ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში განსაზღვრული მაგისტრალური მიმართულების მონაკვეთზე აღნიშნული სიხშირული ზოლების მონაცვლეობითი გამოყენების წესის შესახებ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                                დ.პატარაია

                                                                                              გ.ფრუიძე

                                                                                              ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები