შპს “ტაქსი XXI”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006
მიღების თარიღი აგვისტო 04, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ტაქსი XXI”-მა (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 ივნისის N 675/021-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსების გამოძახების სერვისისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ტაქსი XXI”-ს 166.375 მჰც სიხშირე ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “ტაქსი XXI”-სთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ტაქსი XXI”-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
