წვდომის მენიუ

დაცვის ასოციაცია “თორისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 344 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 04, 2006

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ დაცვის ასოციაცია “თორმა”  (რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 19 მაისს, მოწმობის N 01139/12/0606) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს დაცვის ასოციაცია “თორს”   159.625 მჰც და 165.175 მჰც სიხშირეები  ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს დაცვის ასოციაცია “თორისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში დაცვის ასოციაცია “თორისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

            კომისიის   თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                      დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                    გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                    ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები