წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 349 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 11 აგვისტოს კომისიის N 50 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2006 წლის 21 ივლისის N 47 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 18 (თვრამეტი) საკითხი:

ა) შპს ”მაგთიკომი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ბ) შპს ”მაგთიკომი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე.);

გ)  შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

დ) შპს ”მოსე”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს.     ნ. ნიჟარაძე);

ე) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ვ) შპს ”ვემატელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ზ) შპს ”სატელიტსერვისი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

თ) ”ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” კომისიის 2006 წლის 237/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ი) ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს ”სტვ 7”-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

კ) შპს ”თბილწყალკანალი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ლ) შპს ”დელტა-007”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

მ) შპს ”დაცვის სამსახური ალფა”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ნ) შპს ”ალგანი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ო) სსიპ ”ფონდისთვის-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს”-თვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

პ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ტომ მურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ჟ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ევგენი ფინიკოპულოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

რ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ იან ვარდისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ს) კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N 50  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

                           კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

                                            კომისიის წევრი                                         დ. პატარაია

                                          კომისიის წევრი                                          გ. ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები