“ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირი რეგისტრირებული კავშირი”-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2006
მიღების თარიღი იანვარი 27, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 16 დეკემბრის N777/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი სათემო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გორის, ხაშურის და ქარელის რაიონებში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა “ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირი რეგისტრირებულმა კავშირმა”.
კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის N777/10 გადაწყვეტილების და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2006 წლის 27 იანვარს გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც კომისიამ განიხილა “ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირი რეგისტრირებული კავშირის” განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ.
“ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირი რეგისტრირებული კავშირის” მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლის წარმოდგენის აუცილებლობას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლი და კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ითვალისწინებს: განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი; განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა; დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
განმცხადებელი სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის ითხოვს 15 სამუშაო დღეს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის და კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია აფრთხილებს ლიცენზიის მაძიებელს და აძლევს მას დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღეს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის N777/10 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს “ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირი რეგისტრირებულ კავშირს” ვადა 15 სამუშაო დღე შემდეგი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოსადგენად:
ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი;
ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;
გ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
2. “ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირი რეგისტრირებული კავშირის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;
3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები:
დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
