წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია „მზესთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 350 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს სამაუწყებლო კომპანია “მზემ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 ივლისის N 7/4-2093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№1376, 02.06.06.) ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში, ქ. გორში, ქ. ახალციხეში და ქ. თელავში მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის 2390 მჰც სიხშირის, მინიჭების  თაობაზე. შპს  „მზე”, № 26 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 28.11.2012.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელემაუწყებლობას ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 45-ე სატელევიზიო არხზე, 1  კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

   კომისია აღნიშნავს,  რომ სიხშირე  2390 მჰც იმყოფება ზოლში (2200მჰც-2400მჰც) რაც გამოყოფილია უსადენო დაშვების ქსელების ფუნქციონირებისთვის და ამჟამად ქ. თბილისში და ქ.ქუთაისში  გამოყენებაშია.  აღნიშნულის შესახებ კომისიამ წერილით (№08/9, 23.06.06) აცნობა შპს სამაუწყებლო კომპანია ”მზეს„  და  2390 მჰც ნაცვლად,  თანხმობის შემთხვევაში შესთავაზა 1400მჰც-1500მჰც ზოლში სიხშირის მინიჭების შესაძლებლობის თაობაზე, რაც სიხშირეთა ეროვნული გეგმის შესაბამისად რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის გამოიყენება.

    ამასთან ერთად  კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”მზემ„ წერილით (№2019,18.07.06) განაცხადა თანხმობა შეთავაზებილ წინადადებაზე და  კომისიას მიმართა თხოვნით,  შესაძლებლობის შემთხვევაში, სიხშირის მინიჭება განეხორციელებინა  ზემოთ  აღნიშნულ  ქალაქებთან  ერთად,  ქ.თბილისში ფუნქციონირების  გათვალისწინებით.     

    აღნიშნულიდან გამომდინარე, შერჩეულ იქნა ცენტრალური სიხშირე 1471მჰც ზოლის სიგანით ± 14 მჰც, რაც განსაზღვრულია მობილური სარეპორტაჟო რადიოსარელეო სადგურის  ქ.თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. ზუგდიდში, ქ. გორში, ქ. ახალციხეში და ქ. თელავში ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    „მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს  კანონის  75-ე მუხლის  მე -2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

 1. მიენიჭოს შპს სამაუწყებლო კომპანია „მზეს” 1471 მჰც სიხშირე ზოლის სიგანით ± 14 მჰც,   ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. ზუგდიდში, ქ. გორში, ქ. ახალციხეში და ქ. თელავში მობილური  სარეპორტაჟო რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირებისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 2012 წლის 28 ნოემბრამდე;

2. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს სამაუწყებლო კომპანია „მზესთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) 1 თვის ვადაში;   

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

 კომისიის  თავმჯდომარე                                                                დ.ქიტოშვილი

კომისიის  წევრი                                                                                 დ.პატარაია

კომისიის  წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები