წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია ”პირველი სტერეოსთვის” მე-11 სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობისთვის ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 351 / 22

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს  ტელეკომპანია  ”პირველმა სტერეომ” კომისიას მიმართა განცხადებით  (№13,31.05.06.), შპს ტელეკომპანია ”პირველი სტერეოსთვის” საეთერო სპეციალიზირებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ  კომისიის  გადაწყვეტილების  (№508/1,03,10,03) თანახმად,  მე-11 სამაუწყებლო ზონის (სოხუმის, გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, გუდაუთის და გაგრის რაიონები) დაფარვის მიზნით, შესაბამისი პარამეტრების განსაზღვრის  მოთხოვნით.

   კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილებით კომისიას ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით უნდა განესაზღვრა მე-11 სამაუწყებლო ზონის დაფარვის მიზნით  შესაბამისი პარამეტრები.

   კომისია აღნიშნავს, რომ მე-11 სამაუწყებლო ზონა მოიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას, სადაც  საქართველოს სახელმწიფოებრივი იურისდიქციის სრულად გავრცელება ფაქტიურად შეუძლებელია. სწორედ ამის გათვალისწინებით კომისიამ  მე-11 სამაუწყებლო ზონის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ურთას მთა), შეარჩია და განსაზღვრა: სატელევიზიო გადამცემის და საანტენო სისტემის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები; გადამცემის სიმძლავრე  და სატელევიზიო  არხი,  გადამცემი ანტენის პარამეტრები, ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან  და სივრცითი ორიენტაცია. აღნიშნული ტექნიკური პარამეტრებით შესაძლებელია გალისა და ოჩამჩირის რაიონების,  აგრეთვე სოხუმის ნაწილობრივი დაფარვა.

   ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12, 36-ე და 38-ე მუხლების საფუძველზე და შპს ტელეკომპანია ”პირველი სტერეოსთვის” საეთერო სპეციალიზირებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის  გადაწყვეტილების (№508/1,03,10,03) შესაბამისად,    კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შპს ტელეკომპანია ”პირველი სტერეოსთვის” მე-11 სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობისთვის განისაზღვროს მეტრული დიაპაზონის მე-7  სატელევიზიო არხი (გამოსახულების გადამტანი სიხშირე - 183.25მჰც, ბგერის გადამტანი სიხშირე - 189.75მჰც); 

2. განესაზღვროს შპს ტელეკომპანია ”პირველ სტერეოს” მეტრული დიაპაზონის მე-7  სატელევიზიო არხზე  გამოყენებული გადამცემის სიმძლავრე - 2.0 კვტ;

3. განათავსოს შპს ტელეკომპანია ”პირველმა სტერეომ” გადამცემი ანტენა მიწის ზედაპირიდან 30მ სიმაღლეზე, გეოგრაფიული კოორდინატით  N42024’40’’ , E41049’15’’ ,  (დასაშვებია  კოორდინატის ცვლილება -350მ რადიუსში);

4. განესაზღვროს  შპს ტელეკომპანია ”პირველ სტერეოს” გადამცემი ანტენის პარამეტრები:

ა)  ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არაუმეტეს   10 dB;

ბ)  მაქსიმალური გასხივების  აზიმუტი - 3150,  ჰორიზონტალურ სიბრტყეში  სხივის გახსნილობის კუთხით  ± 200  3 dB დონეზე;

გ) გასხივების მილევის კოეფიციენტი აზიმუტალურ სექტორში ( 900 - დან   1800 –  მდე),- არაუმცირეს   25 dB;

5.   მე-11 სამაუწყებლო ზონის დანარჩენ ნაწილში - გულრიფშის, გუდაუთისა და გაგრის რაიონების სამაუწყებლო მოცვის მიზნით, დამატებითი პარამეტრების დაზუსტება განხორციელდეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი იურისდიქციის ამ ტერიტორიაზე გავრცელებისთანავე; 

6. უზრუნველყოს  შპს ტელეკომპანია ”პირველმა სტერეომ”  ამ გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებში განსაზღვრული პირობების  და  პარამეტრების პრაქტიკულად რეალიზებული მონაცემების კომისიაში წარმოდგენა, სატელევიზიო  გადამცემის  სრული ინსტალაციის შემდგომ,   ორი  თვის ვადაში;

7. შპს ტელეკომპანია ”პირველი სტეროს” №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადაში (2013 წლის 3 ნოემბერი) მაუწყებლობის  დარჩენილ პერიოდზე გადაანგარიშებით, მე-11 სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობისთვის სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა  69173,94 ლარით, რა დროსაც კომისიამ იხელმძღვანელა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის  მე-13 დადგენილებით,  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლიდან გამომდინარე;

8. შპს ტელეკომპანია ”პირველმა სტერეომ”  სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის 30%-ის (20752,18 ლარი) გადახდა განახორციელოს 1 თვის ვადაში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

                  მიმღები

ერთიანი ანგარიში არასაგადახადო შემოსულობები (ვაკე - საბურთალო)

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის №

200122900

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო  კოდი

300043018

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

 

 

 

 

 

9.სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70%-ის (48421,76 ლარი)      გადახდა მოხდეს  შემდეგი რეკვიზიტების  და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები

ერთიანი ანგარიში არასაგადახადო შემოსულობები (ვაკე - საბურთალო)

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის №

200122900

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი

300043018

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

       

 

 

 

      6 917,39 - ლარი -   2006 წლის    03   ნოემბერი

       6 917,39 - ლარი -   2007 წლის    03   ნოემბერი

       6 917,39 - ლარი -   2008 წლის    03   ნოემბერი

       6 917,39 - ლარი -   2009 წლის    03   ნოემბერი

       6 917,39 - ლარი -   2010 წლის    03   ნოემბერი

       6 917,39 - ლარი -   2011 წლის    03   ნოემბერი

       6 917,39 - ლარი -   2012 წლის    03   ნოემბერი

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა)  ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი   აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს; (ს.შავგულიძე).

შენიშვნა: კენჭისყრისას გადაწყვეტილების მიღებას მხარი არ დაუჭირა კომისიის წევრმა  გ.ფრუიძემ

კომისიის თავმჯდომარე                                                               დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                               დ.პატარაია

კომისიის წევრი                                                                                გ.ფრუიძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები