წვდომის მენიუ

შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 356 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №224/10 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში  გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო  ჯგუფი“-ს მიერ  ერთი თვის ვადაში სრულად არის გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% - 3,225(სამი ათას ორას ოცდახუთი ლარი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო  ჯგუფს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N73 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-53;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033018;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

918.75  ლარი    -   2006 წლის 11 სექტემბრამდე;

918.75  ლარი    -   2006 წლის 11 ოქტომბრამდე;

918.75  ლარი    -   2006 წლის 11 ნოემბრამდე;

918.75  ლარი    -   2006 წლის 11 დეკემბრამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 იანვრამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 თებერვლამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 მარტამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 აპრილამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 მაისამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 ივნისამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 ივლისამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 აგვისტომდე;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე) :

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                                დ.პატარაია

                                                                                            გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები