შპს „მოსე“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006
მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №221/10 გადაწყვეტილებით სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში (ქ.თბილისი) გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მოსე“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „მოსე“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მოსე“-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% - 870.00 (რვაას სამოცდაათი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”მოსე”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N70 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ. თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 178XXX-179XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2730 - ორი ათას შვიდას ოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043018;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2730 - ორი ათას შვიდას ოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
227.5 ლარი - 2006 წლის 11 სექტემბრამდე;
227.5 ლარი - 2006 წლის 11 ოქტომბრამდე;
227.5 ლარი - 2006 წლის 11 ნოემბრამდე;
227.5 ლარი - 2006 წლის 11 დეკემბრამდე;
227.5 ლარი - 2007 წლის 11 იანვრამდე;
227.5 ლარი - 2007 წლის 11 თებერვლამდე;
227.5 ლარი - 2007 წლის 11 მარტამდე;
227.5 ლარი - 2007 წლის 11 აპრილამდე;
227.5 ლარი - 2007 წლის 11 მაისამდე;
227.5 ლარი - 2007 წლის 11 ივნისამდე;
227.5 ლარი - 2007 წლის 11 ივლისამდე;
227.5 ლარი - 2007 წლის 11 აგვისტომდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
