შპს „ვემატელი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006
მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №221/10 გადაწყვეტილებით სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში (ქ.ბათუმი) გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ვემატელი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ვემატელს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ვემატელი“-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% - 12,412.5 (თორმეტი ათას ოთხას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ვემატელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N74 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ. ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 10XXX-14XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (30,712.5 - ოცდაათი ათას შვიდას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ქ.ბათუმი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300693018;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (30,712.5 - ოცდაათი ათას შვიდას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2559,38 ლარი - 2006 წლის 11 სექტემბრამდე;
2559,38 ლარი - 2006 წლის 11 ოქტომბრამდე;
2559,38 ლარი - 2006 წლის 11 ნოემბრამდე;
2559,38 ლარი - 2006 წლის 11 დეკემბრამდე;
2559,38 ლარი - 2007 წლის 11 იანვრამდე;
2559,38 ლარი - 2007 წლის 11 თებერვლამდე;
2559,38 ლარი - 2007 წლის 11 მარტამდე;
2559,38 ლარი - 2007 წლის 11 აპრილამდე;
2559,38 ლარი - 2007 წლის 11 მაისამდე;
2559,38 ლარი - 2007 წლის 11 ივნისამდე;
2559,38 ლარი - 2007 წლის 11 ივლისამდე;
2559,38 ლარი - 2007 წლის 11 აგვისტომდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე) :
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
