წვდომის მენიუ

“ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელკომუნიკაციო კომპანიის” ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2გადაწყვეტილებაში ც

ნომერი: 362 / 2

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა   ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიების  მოდიფიცირება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

 

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-13 მუხლის ა) პუნქტში დაშვებულ იქნა უზუსტობა, კერძოდ შპს ”მაკროკომს” ქ.თბილისში სატელეფონო სასადგურო ინდექსად განესაზღვრა - 498XXX - 499XXX ნუმერაციის რესურსი, მაშინ როდესაც ”შპს ”მაკროკომი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ” კომისიის 2003 წლის 30 მაისის №247/7 გადაწყვეტილების შესაბამისად კომპანიას მიეცა სასადგურო ინდექს 488XXX - 489XXX სარგებლობის ნებართვა ქ.თბილისში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ცვლილება “ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიების  მოდიფიცირების და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელკომუნიკაციო კომპანიის” ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილებაში.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილებაში და მე-13 მუხლის ა) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 488XXX - 489XXX;”

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”მაკროკომი”-სთვის გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ. ნიჟარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                                დ.პატარაია

                                                                                           გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები