წვდომის მენიუ

ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს “სტვ 7“-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 363 / 12

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (25.05.2006 №7/87-06) მიმართა შპს “სტვ-7“-მა კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ შეესაბამებოდა  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული ხარვეზის შესავსებად და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოსადგენად კომისიამ წერილით მიმართა შპს “სტვ-7“-ს (07.06.2006 წ. №05/738-06) რომ 10 დღის ვადაში წარმოედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რის პასუხადაც შპს ”სტვ-7”-მა კომისიაში  წარმოადგინა წერილი (30.06.2006 №6/499-06) “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-მუხლის შესაბამისად, მაგრამ ამ განცხადებას თან არ ახლდა სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის წარმოდგენის აუცილებლობასაც ითვალისწინებს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს “სტვ-7“-ს განცხადება ლიცენზიების გაცემის შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა):

ა) აცნობოს შპს “სტვ-7“-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

ბ) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

3. შპს “სტვ-7“-ს განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                                დ.პატარაია

                                                                                           გ.ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები