შპს „თბილწყალკანალისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006
მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „თბილწყალკანალმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რ-ის სასამართლოს მიერ 1997 წლის 25 ივნისის № 4/4-1171) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1-19/1163, 17.07.06) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „თბილწყალკანალს“ 150.025 მჰც და 155.575 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „თბილწყალკანალისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „თბილწყალკანალისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
