წვდომის მენიუ

შპს “დელტა-007”-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 365 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “დელტა-007”-მა (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 22 ივნისის N 925/086/04/5/ბ-350-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ბათუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე (ორი სიხშირე რადიოკავშირისთვის და ერთი სიხშირე რადიოპულტის ფუნქციონირებისთვის). სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დაცვის ობიექტებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “დელტა-007”-ს 402.275 მჰც, 410.275 მჰც და 406.125 მჰც სიხშირეები  ქ. ბათუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “დელტა-007”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “დელტა-007”-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

            კომისიის   თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                        დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                       გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები