წვდომის მენიუ

შპს “ალგანისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 367 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ალგანმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის N 2/4-4215 დადგელებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N გ/117; 28.07.06 წ) ქ. თბილისში  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას ოპერატიული რადიოკავშირისთვის (სიგნალიზაციის დაცვის რადიოპულტის  ფუნქციონირებისთვის)  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს \"ალგანს” 166.100 მჰც სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ალგანისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ალგანისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები