წვდომის მენიუ

„ავტორიზებული პირების მიერ დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ

ნომერი: 37 / 22

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2006

მიღების თარიღი იანვარი 27, 2006

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი  „ავტორიზებული პირების მიერ დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და  განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე (თან ერთვის), სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2.  წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის დადგენილების პროექტი „ავტორიზებული პირების მიერ დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და  განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე;

3.  ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დადგენილების მიღება განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან უახლოეს კომისიის სხდომაზე;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს (გ. ბუთბაია).

კომისიის წევრი                                               დ. პატარაია

კომისიის წევრი                                               გ. ფრუიძე

 კომისიის წევრი                                                ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები