კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”-სა და კომპანია ”ასპენვუდ გრუპ ქორფორეითიდ”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F11 ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 22, 2006
მიღების თარიღი აგვისტო 18, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”-მ (№6/602-06, 19.08.2006 წ.), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა კომპანია ”ასპენვუდ გრუპ ქორფორეითიდ”-თან 2006 წლის 29 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება ”რადიოსიხშირული სპექტრის რესურსის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ”.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ”ასპენვუდ გრუპ ქორფორეითიდ”-ი გადასცემს კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F11 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს 827.955 – 831.645 მგჰც, 872.955 – 876.645 მგჰც რადიოსიხშირული სპექტით სარგებლობის უფლებას მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის, პირდაპირი გადაპირების წესით.
კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი” ითხოვს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სალიცენზიო მოწმობის გაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია ”ასპენვუდ გრუპ ქორფორეითიდ”-ი ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს 827.955 – 831.645 მგჰც, 872.955 – 876.645 მგჰც რადიოსიხშირული სპექტით სარგებლობის უფლებას მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2013 წლის 23 ივლისამდე.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შესაძლებელია განხორციელდეს კომპანია ”ასპენვუდ გრუპ ქორფორეითიდ”-ის №F11 ლიცენზიის პირდაპირი სრული გადაპირება კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”-ზე და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემა კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”-ზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, 64-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. №F11ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”;
2. №F11 ლიცენზიით კომპანია ”ასპენვუდ გრუპ ქორფორეითიდ”-ისათვის განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებები უცვლელი სახით გადავიდეს კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”-ზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ნიჟარაძეს):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი