წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 374 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 08 სექტემბრის კომისიის N 54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადადებულ იქნეს მ/წლის 08 სექტემბრის კომისიის N 54  სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხის (საქართველოს საზღვაო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) განხილვა ტექნიკური საკითხების დამატებით დაზუსტებამდე (საფუძველი: შპს ”საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის” წერილი №38-3-666, 07.09.2006; კომისიაში შემოსული: 3/126-06, 08.09.2006);

2.   კომისიის 2006 წლის 08 სექტემბრის N 54  სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს.  ნ. ნიჟარაძე);

ბ)ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს.  ნ. ნიჟარაძე).

3. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 08 სექტემბრის N 54  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

                          კომისიის თავმჯდომარე                                          დ. ქიტოშვილი

                                            კომისიის წევრი                                         დ. პატარაია

                                           კომისიის წევრი                                          გ. ფრუიძე

                                           კომისიის წევრი                                          ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები