წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N 278/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 375 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “დაცვის საიდუმლო სამსახურმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 20 დეკემბრის  N 5/ბ-1471 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული  სიხშირის შეცვლის თაობაზე.

2006 წლის 30 ივნისის კომისიის N 278/13 გადაწყვეტილებით შპს “დაცვის საიდუმლო სამსახურს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა 159.700 მჰც სიხშირე. მინიჭებულ სიხშირეზე აღინიშნებოდა კომბინაციური სიხშირეები, რომელიც გამოწვეული არის ერთად განთავსებული მძლავრი რიპიტერებით და რაც თავის მხრივ იწვევს რადიოხელშეშლებს შპს “დაცვის საიდუმლო სამსახურის” რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისას. აქედან გამომდინარე, შპს “დაცვის საიდუმლო სამსახურმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა 160 მჰც-დან - 174 მჰც-მდე დიაპაზონში.

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის  N 278/13 გადაწყვეტილებაში და მის პირველ პუნქტში აღნიშნული სიხშირე 159.700 მჰც შეიცვალოს 165.875  მჰც სიხშირით;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები