წვდომის მენიუ

შპს „საერთაშორისო პროექტების ცენტრის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 376 / 12

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  “საერთაშორისო პროექტების ცენტრმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N 01/01, 19.07.06) რადიოკავშირის ქსელისთვის ორი მეტრული სიხშირის და ობიექტებიდან სადისპეჩერო პულტზე სიგნალის მისაწოდებლად ორი დეციმეტრული და ერთი მეტრული სიხშირის მინიჭების  შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ წინადადებით მიმართა შპს  “საერთაშორისო პროექტების ცენტრს” (წერილი № 08/1002-06; 26.07.06) ამავე წერილში აღნიშნული მონაცემების კონკრეტული ჩამონათვალის შესაბამისად,  დამატებითი ინფორმაციის 5 სამუშაო დღის ვადაში მოწოდების შესახებ.

 კომისია აღნიშნავს, აღნიშნულ ვადაში შპს  “საერთაშორისო პროექტების ცენტრს”  დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ამ მიზეზით, კომისიამ, სიხშირეთა მინიჭების საკითხი ვერ განიხილა.

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   განუხილველად იქნას დატოვებული შპს  “საერთაშორისო პროექტების ცენტრის” განცხადება (№ 01/01, 19.07.06)  სიხშირეების  მინიჭების შესაძლებლობასთან დაკავშირებით;

2.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები