წვდომის მენიუ

ს/ს “ჰიდროსპეცგვირაბმშენისთვის”სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 377 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ს/ს “ჰიდროსპეცგვირაბმშენმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 მარტის დადგენილებით N 5/5-92) კომისიას მიმართა განცხადებით დ. ჟინვალში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ს/ს “ჰიდროსპეცგვირაბმშენს”  404.550 მგჰც და 409.650 მჰც სიხშირეები დაბა ჟინვალში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ს/ს “ჰიდროსპეცგვირაბმშენისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ს/ს “ჰიდროსპეცგვირაბმშენისთვის” სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის   თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                         დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები