წვდომის მენიუ

შპს “სერვისცენტრისთვის”სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 378 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “სერვისცენტრმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს N 1/4-418 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (დაზიანებული ავტომანქანების ტრანსპორტირების სერვისისთვის)  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “სერვისცენტრს” 151.525 მგჰც და 157.275 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “სერვისცენტრისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “სერვისცენტრისთვის”  სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის   თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                         დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები