შპს “საქართველო XXI საუკუნე”-სათვის კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2006
მიღების თარიღი იანვარი 27, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის N645/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში 2006 წლის 20 იანვრის N23/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “საქართველო XXI საუკუნე”.
კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2006 წლის 20 იანვრის N23/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “საქართველო XXI საუკუნე”-ს მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 1,706.00 (ერთი ათას შვიდას ექვსი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 853.00 ლარის გამოკლებით კომისიის ანგარიშზე. ამასთან, შპს “საქართველო XXI საუკუნე”-ს მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილ განცხადებასთან ერთად გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის 10% -853.00 ლარი კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო მოსაკრებელი.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2006 წლის 18 იანვარს ძალაში შევიდა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. გამომდინარე იქედან, შპს “საქართველო XXI საუკუნე”-ს მიერ სალიცენზიო გადასახდელი გადახდილია კომისიის ანგარიშზე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე, 38-ე, 43-ე მუხლებისა და კომისიის 2006 წლის 20 იანვრის N23/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს “საქართველო XXI საუკუნე”-ს კერძო მაუწყებლობის N B14 ლიცენზია 10 წლის ვადით;
2. ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
ა) სამოქმედო ზონა - თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის რაიონები;
ბ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
ქალაქი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრ. კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სიხშირე მგჰც FM |
სიმძლავრე კვტ |
გასხივების დიაგრამა |
|
დედოფლისწყარო |
დედოფლისწყაროს ანძა |
46E08; 41N27
|
50 |
107.7 |
0.25 |
წრიული |
|
ყვარელი |
სანავარდოს ანძა |
45E46; 41N58
|
50 |
103.8 |
0.5 |
წრიული |
|
ლაგოდეხი |
ლაგოდეხის ანძა |
46E10; 41N49
|
30 |
101.4 |
0.5 |
წრიული |
შენიშვნა: გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 1 000 (ერთი ათასი) მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).
4 . შპს “საქართველო XXI საუკუნე” ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;
თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.
მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილებით;
6. შპს “საქართველო XXI საუკუნე” ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და სამოქმედო ზონის დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;
7. შპს “საქართველო XXI საუკუნე” ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
8. შპს “საქართველო XXI საუკუნე”უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
9. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 80% ანუ 6,819.00 (ექვსი ათას რვაას ცხრამეტი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების და გრაფიკის მიხედვით:
არასაგადასახადდო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი – 300043018
757.70 ლარი - 2007 წლის 27 თებერვლამდე;
757.70 ლარი - 2008 წლის 27 თებერვლამდე;
757.70 ლარი - 2009 წლის 27 თებერვლამდე;
757.70 ლარი - 2010 წლის 27 თებერვლამდე;
757.70 ლარი - 2011 წლის 27 თებერვლამდე;
757.70 ლარი - 2012 წლის 27 თებერვლამდე;
757.70 ლარი - 2013 წლის 27 თებერვლამდე;
757.70 ლარი - 2014 წლის 27 თებერვლამდე;
757.70 ლარი - 2015 წლის 27 თებერვლამდე;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აცნობოს შპს “საქართველო XXI საუკუნე”-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
ბ) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
11. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
12. დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს (ი.აბულაძე) შპს “საქართველო XXI საუკუნე”-ს მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის (1,706.00 ლარი) გადარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
დ. პატარაია
