რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა: 1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის KHOSTA KRAS – 6 TBK, KHOSTA KRAS – 12 TBK, KHIV DAG – 8 TBK, TATIANOVKA KRAS – 33 TBK, KHOSTA KRAS – 40 TBK, KANEVSKAYA KRAS – 40 TBK, NALCHIK KAB-BALK – 59 TBK, MOZDOK S-O – 4 TBK, MIZUR S-O – 4 TBK და ZARAMAG S-O – 4 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/1661; 21.06.06; N UMS-50/1593; 14.06.06; და N UMS-50/1812; 30.06.06. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
