რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/1681, 21.06.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის KRASNAYA POLIANA – 100.8 MHz, KRASNAYA POLIANA – 103.3 MHz, APSHERONSK KRAS – 102.9 MHz, KIZILIURT – 104.5 MHz, BUDENNOVSK – 106.9 MHz და VLADIKAVKAZ – 107.9 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის KRASNAYA POLIANA – 100.8 MHz, KRASNAYA POLIANA – 103.3 MHz, APSHERONSK KRAS – 102.9 MHz, KIZILIURT – 104.5 MHz, BUDENNOVSK – 106.9 MHz და VLADIKAVKAZ – 107.9 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/1681, 21.06.06. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
