სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ იასონ დოლიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 9/71-06, 01.08.06.) მიმართა მოქალაქე იასონ დოლიძემ (მცხ. ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი სარფი; პირადობის მოწმობის N გ 0014823) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ იასონ დოლიძე არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი 4L6QA.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 515-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ იასონ დოლიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით:
|
რეგისტრაციის N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი, ტიპი და N |
სახმობი |
კატეგორია |
|
C–35 |
იასონ დოლიძე |
ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი სარფი |
4L6QA |
„C“ |
2. რადიომოყვარული იასონ დოლიძე ვალდებულია დაიცვას რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების მოქმედი ინსტრუქციები და სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელებისას საქართველოში დადგენილი წესები;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) 1 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2006 წლის 8 სექტემბრის N 389-7 გადაწყვეტილების
დანართი
|
|
|
|
|
|
\"C\" კატეგორია |
|
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
|
135,7 - 137,8 KHz; 1820 - 2000 KHz |
100 W; 100 W |
100HA1A |
430 - 440 MHz |
5 W |
|
|
1850 - 2000 KHz |
10 W |
3K00R3E; 3K00J3E |
1240 - 1300 MHz |
5 W |
|
|
1900 - 2000 KHz |
100 W |
6K00R3E |
2320 - 2450 MHz |
5 W |
100HA1A; |
|
3500 - 3650 KHz |
100 W |
100HA1A |
5650 - 5850 MHz |
5 W |
3K00R3E; 3K00J3E |
|
3650 - 3700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
10 - 10.5 GHz |
5 W |
6K00A3E; 6K00F3E; |
|
21000 - 21450KHz |
100 W |
100HA1A |
24 -24.5 GHz |
5 W |
24K00F3E; |
|
28000 - 29700 KHz |
100 W |
100HA1A |
47 - 47.2 GHz |
5 W |
|
|
28200 - 29700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
75.5 - 81 GHz |
5 W |
|
|
29200 - 29700 KHz |
100W |
6K00R3E |
119.98 - 120.02 GHz |
5 W |
|
|
144 - 146 MHz |
5 W |
100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E |
142 - 149 GHz |
5 W |
|
