ინდ.მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილი” - სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 7 ივლისის №310/10 გადაწყვეტილებით 2.50გჰც-დან 2.62გჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ინდ.მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილი”. ამავე გადაწყვეტილებით ინდ.მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ინდ.მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% - 2,625.30 (ორი ათას ექვსას ოცდახუთი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ინდ.მეწარმე ”გიორგი გაფრინდაშვილს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F31 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2.50 გჰც-დან 2.62 გჰც-მდე სიხშირული ზოლის გამოყენებით უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის დუშეთის რაიონში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 8 სექტემბრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (8,974.70 - რვა ათას ცხრაას სამოცდათოთხმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (დუშეთი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300153018;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (8,974.70 - რვა ათას ცხრაას სამოცდათოთხმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
747,89 ლარი - 2006 წლის 8 ოქტომბრამდე;
747,89 ლარი - 2006 წლის 8 ნოემბრამდე;
747,89 ლარი - 2006 წლის 8 დეკემბრამდე;
747,89 ლარი - 2007 წლის 8 იანვრამდე;
747,89 ლარი - 2007 წლის 8 თებერვლამდე;
747,89 ლარი - 2007 წლის 8 მარტამდე;
747,89 ლარი - 2007 წლის 8 აპრილამდე;
747,89 ლარი - 2007 წლის 8 მაისამდე;
747,89 ლარი - 2007 წლის 8 ივნისამდე;
747,89 ლარი - 2007 წლის 8 ივლისამდე;
747,89 ლარი - 2007 წლის 8 აგვისტომდე;
747,89 ლარი - 2007 წლის 8 სექტემბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი; ნ.ნიჟარაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
